უკან18 ოქტომბერი 2026, 17:15
მარიამ მურღვლიანმა ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა
მარიამ მურღვლიანმა ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა. 20-წლამდელთა ტურნირზე ატაცის დისციპლინაში მურღვლიანმა 112 კილოგრამი დაძლია, საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის რეკორდიც დაამყარა. აკვრასა და ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის პრიზიორი გახდა. დღეს კონტინენტის პირველობაზე ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ 6 ძალოსანი, საბა ადამია, გიგა ცუხიშვილი, გივი დარსაველიძე, ირაკლი ვეკუა, გერვასი თაბაგარი და საბა ასანიძე იასპარეზებს.
გაზიარება










