საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები ლონდონში, ზამთრის სპორტის საერთაშორისო გამოფენაზე - ლონდონ სნოუ შოუზე წარადგინეს
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები ლონდონში, ზამთრის სპორტის საერთაშორისო გამოფენაზე - ლონდონ სნოუ შოუზე წარადგინეს. „მთის ტრასების სააგენტო“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ვიზიტორებს გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის ტურისტულ შესაძლებლობებსა და სათხილამურო ინფრასტრუქტურას აცნობს. გამოფენის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ პანელურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს სამთო-სათხილამურო მიმართულებაზე ილაპარაკა. ღონისძიების მიზანი საქართველოს ზამთრის ტურიზმის პოპულარიზაცია და ბრიტანულ ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდაა.










