ევროპის ქვეყნებში მიმდინარე ძალადობრივ პროცესებსა და ევროპული ბიუროკრატიის დუმილს აფასებენ თბილისში
ევროპის ქვეყნებში მიმდინარე ძალადობრივ პროცესებსა და ევროპული ბიუროკრატიის დუმილს აფასებენ თბილისში. მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებენ. მათი შეფასებით, მაშინ, როდესაც ევროპაში ძალადობრივ მოვლენებს სათანადო რეაგირება არ მოჰყვება, საქართველოში პოლიციის მიერ რადიკალური ჯგუფების მოქმედებების აღკვეთას ძალადობად წარმოაჩენდნენ, თავად ძალადობრივ პროტესტს კი მშვიდობიან დემონსტრაციად აფასებდნენ. როგორც აღნიშნავენ, საქართველოში პროტესტი სხვა ქვეყნებიდან იყო ორგანიზებული.










