ღამით რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს
ღამით რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს. სამიზნეში საცხოვრებელი სახლები მოექცა, დაშავდა 5 ადამიანი. დაიბომბა ხერსონის ოლქიც, იერიშისას სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლი დაიღუპა და 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ხარკოვზე გვიან საღამოს განხორციელებული დარტყმების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. გავრცელებული ცნობით რუსეთმა იერიშები ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე დრონებით განახორციელა



















