ფულადი კომპენსაციის მისაღებად, დევნილებს განცხადებების დაწერა 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში
ფულადი კომპენსაციის მისაღებად, დევნილებს განცხადებების დაწერა 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. კომპენსაცია ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 ათასი ლარია. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია არ მიუღია. დევნილთა სააგენტო დოკუმენტაციას რიგითობის მიხედვით დაამუშავებს და გადაამოწმებს. კომპენსაციის პროგრამასთან ერთად, გაგრძელდება დევნილთა განსახლების არსებული პროგრამები, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა













