ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის „ემორის უნივერსიტეტის“ პროფესორებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის „ემორის უნივერსიტეტის“ პროფესორებს შეხვდა. მხარეებს შორის 20-წლიანი თანამშრომლობა ტუბერკულოზის კვლევის, პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით ხორციელდება. 45-მა ქართველმა ექიმმა გაიარა ტრენინგი, სხვადასხვა მიმართულებით კი 700-მდე მედიკოსი გადამზადდა. ქართველი მკვლევრების 350-ზე მეტი პუბლიკაცია საერთაშორისო სამედიცინო გამოცემებში გამოქვეყნდა. შეხვედრაზე მხარეებმა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს ახალი ხუთწლიანი საგრანტო პროექტი, რომელიც ქართველი მედიკოსების გადამზადებას, სამეცნიერო საქმიანობის დაფინანსებასა და პუბლიკაციების გამოქვეყნებაში ხელშეწყობას ითვალისწინებს. საქართველოში „ემორის უნივერსიტეტთან“ ერთობლივი პროექტები აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება



















