სწავლისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ალბანეთის დედაქალაქში აქციების მეოთხე დღეც მასობრივი არეულობებითა და დემონსტრანტების პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა
სწავლისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ალბანეთის დედაქალაქში აქციების მეოთხე დღეც მასობრივი არეულობებითა და დემონსტრანტების პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფინანსთა სამინისტროს შენობის კარს ცეცხლი წაუკიდეს, პარლამენტის შენობის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმებს ქვები და სხვა საგნები ესროლეს. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაშავდა 120 პოლიციელი. საპროტესტო გამოსვლები სტუდენტების მიერ წამოწყებული კამპანიის ნაწილია, რომლის მონაწილეებიც პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვენ; ისინი მას კორუფციასა და განათლების სფეროს უგულებელყოფაში ადანაშაულებენ










