მაღალმთიან აჭარაში, სახალხო დღესასწაული „შუახევობა“ იზეიმეს
მაღალმთიან აჭარაში, სახალხო დღესასწაული „შუახევობა“ იზეიმეს. დააჯილდოვეს საპატიო შუახეველები და გაიმართა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. წარმოდგენილი იყო ტრადიციული სამზარეულო და ეთნოგრაფიული ნიმუშები, მოეწყო მუნიციპალიტეტის ამსახველი ფოტოგამოფენა. ადგილობრივებს დღესასწაული, აჭარის მთავრობის მეთაურმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიულოცა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მაღალმთიანი აჭარის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება, განსაკუთრებული ყურადღება კი ახალგაზრდების მხარდაჭერაზე კეთდება










