ვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი გაიმართა, რომელიც ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა
ვატიკანში, წმინდა აგათას ტაძარში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი გაიმართა, რომელიც ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა. აჟღერდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები, შესრულდა პატრიარქის საგალობლები და მოეწყო ფოტო გამოფენა. მუსიკალურ საღამოს იტალიაში აკრედიტებული 30 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, მოწვეული სტუმრები და იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორა ესწრებოდა. ღონისძიება აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, რეგიონის კულტურის სამინისტროსა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით გაიმართა










