პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში
ქვეყნის სუვერენიტეტი, წარმატებული ქართველი სპორტსმენების დაცვა ბულინგისგან და ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მხილება - პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არასდროს გახდება ბუფერული სახელმწიფო და ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას კვლავაც აქტიურად გააგრძელებს. უმრავლეობამ ოპოზიციას ევროკავშირის ის კვლევებიც შეახსენა, რომელთა მიხედვითაც საქართველო მრავალი მიმართულებით უსწრებს თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. პოლიტიკური განცხადებების ფორმატში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სპორტსმენების მიღწევებსაც.















