კაია კალასის მიერ ლუქსემბურგში გაკეთებულ განცხადებებს თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა
კაია კალასის მიერ ლუქსემბურგში გაკეთებულ განცხადებებს თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ევროპელი დიპლომატის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაჟღერებულ პოზიციას მმართველი გუნდი ეხმიანება. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ადრე თუ გვიან ბრიუსელს თბილისთან საუბარი მოუწევს. ევრობიუროკრატების პოზიციის მიუხედავად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ინტერესი არსებობს, მათ შორის ისეთ თემებზე, როგორიცაა დაკავშირებადობა, სატრანსპორტო დერეფნები და რეგიონული ინფრასტრუქტურა. საქართელოს ხელისუფლება კი საგნობრივი დისკუსიისთვის მზად არის.














