ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი დასრულდა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი დღეს დასრულდა. პრემიერ-მინისტრი სიმპოზიუმის ფარგლებში საქართველოში მყოფ საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა ეროვნულმა ბანკმა.














