დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსი“ მწვავედ გააკრიტიკა
დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსი“ მწვავედ გააკრიტიკა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, დემოკრატები ტელეკომპანიის ეთერში რესპუბლიკელებზე უფრო ხშირად ხშირად ჩანან. "რატომ უშვებს ფოქს ნიუსი ყოველთვის ჩაკ შუმერს, ჰაკიმ ჯეფრიზს, ჯესიკა ტარლოვსა და ყველა სხვა დემოკრატს, რომლებიც რესპუბლიკურ პარტიასა და, რა თქმა უნდა, მე მლანძღავენ? ვფიქრობ, მათ რესპუბლიკელებზე მეტი საეთერო დრო აქვთ. სწორედ ამიტომ, ნამდვილი პატრიოტები ფოქსს არასდროს შეიყვარებენ,“-წერს დონალდ ტრამპი.
















