ისრაელის საელჩო, აღნიშნავს, რომ ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმის, შოთა მუსაევის გმირობისა და სიმამაცის წყალობით გადარჩნენ, ფლაი დუბაის მგზავრები
ისრაელის საელჩო, აღნიშნავს, რომ ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმის, შოთა მუსაევის გმირობისა და სიმამაცის წყალობით გადარჩნენ, ფლაი დუბაის მგზავრები. დიპლომატიური უწყება, ამაყობს,ქედს იხრის და აღნიშნავს, რომ მუსაევის მოქმედება იმ საერთო, გამორჩეული ძალისხმევის ნაწილი იყო, რომელმაც კაპიტნის, მგზავრებია და ეკიპაჟის სიმამაცით, კატასტროფა თავიდან აიცილა და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა. მუსაევი ერთ-ერთი პირველი შევიდა პილოტების კაბინაში, გაანეიტრალა ტერორისტი და დახმარება აღმოუჩინა დაჭრილ პილოტს
















