შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში, განათლების მინისტრმა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღეს მონაწილეობა
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში, განათლების მინისტრმა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღეს მონაწილეობა. მიულოცეს სწავლის დასრულება და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონის განვითარების პროცესში ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კვალიფიციური კადრების მომზადებასა და ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სიგელები გადაეცათ. წელს, უნივერსიტეტს 300-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
















