საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის მეორე კვარტალშიც გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის მეორე კვარტალშიც გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა, მიმდინარე ფასებში 28 მილიარდ 147 მილიონ ლარს მიაღწია. ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, ვაჭრობამ, ტრანსპორტმა, დამამუშავებელმა მრეწველობამ, ასევე ხელოვნების, გართობისა და ჯანდაცვის სექტორებმა. ყველაზე დიდი წილი ვაჭრობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს უჭირავს.

















