ნატოში, შეერთებული შტატების ელჩი მეთიუ უიტაკერი აცხადებს, რომ ამერიკა ალიანსში რჩება და წევრი სახელმწიფოების მოკავშირეა, თუმცა ვაშინგტონი აღარ უნდა იყოს ევროპის მთავარი დამცველი
ნატოში, შეერთებული შტატების ელჩი მეთიუ უიტაკერი აცხადებს, რომ ამერიკა ალიანსში რჩება და წევრი სახელმწიფოების მოკავშირეა, თუმცა ვაშინგტონი აღარ უნდა იყოს ევროპის მთავარი დამცველი. მისი განმარტებით, ევროპამ და კანადამ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნონ. ელჩი ამბობს, რომ ვიდრე ამერიკა ევროპის უსაფრთხოებას აფინანსებდა, გაერთიანების წევრები ათწლეულების მანძილზე საკმარის ფულს არ ხარჯავდნენ და ევროპის სამხედრო შესაძლებლობებს ასუსტებდნენ.


















