გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ინტერნეტ სივრცეში ანონიმურობის გაუქმებას და სოციალურ ქსელებში ადამიანებისთვის რეალური სახელების გამოყენების ვალდებულების დაწესებას ითხოვს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ინტერნეტ სივრცეში ანონიმურობის გაუქმებას და სოციალურ ქსელებში ადამიანებისთვის რეალური სახელების გამოყენების ვალდებულების დაწესებას ითხოვს. მერცმა განაცხადა, რომ ინტერნეტში არსებულ დეზინფორმაციასა და სიძულვილის ენას, სიტყვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს. მისი განმარტებით ლიბერალურმა საზოგადოებამ საკუთარი მოქალაქეები დეზინფორმაციისგან, პერსონალური დისკრედიტაციისა და დისკრიმინაციისაგან უნდა დაიცვას.


















