იაიოი კუსამა გარდაიცვალა
<p>იაპონელი ავანგარდისტი მხატვარი იაიოი კუსამა 97 წლის ასაკში ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა. იქ ის წლების განმავლობაში ნებაყოფლობით ცხოვრობდა. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავანგარდისტი მხატვრის შემოქმედებითი ხელწერა, წერტილებით დაფარული ნამუშევრები, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ვიზუალურ ენად იქცა. მასშტაბურმა გამოფენებმა ხელოვნების სამყაროში იაპონელ არტისტს მსოფლიო აღიარება მოუტანა</p>
















