არადეკლარირებული უაქციზო სიგარეტი
<p>ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგამოძიებო უწყებებმა საერთაშორისო კონტრაბანდის მსხვილი პარტია აღკვეთეს. ბელარუსში რეგისტრირებული სატვირთო ავტომობილით, რომელიც ოფიციალური დოკუმენტაციით ჩეხეთისკენ მიემართებოდა, მილიონ 150 ათას ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ცდილობდნენ. არადეკლარირებული პროდუქცია „წითელი ხიდის“ გამშვებ პუნქტზე, ტვირთის დეტალური შემოწმებისას აღმოაჩინეს</p>
















