ქორწინების სახლის რეაბილიტაცია
<p>საქართველოს იუსტიციის სახლი საქორწინო სერვისების ინფრასტრუქტურულ განახლებას განაგრძობს. პროექტის ფარგლებში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ათეულობით ობიექტს მოიცავს, თბილისის ისტორიულ „კონკას“ სრული რეაბილიტაცია უტარდება, ხოლო მესტიაში საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტურული პროექტის განხორციელება იწყება. ახალი საქორწინო სივრცეები ასევე მოეწყობა ბათუმში, თელავსა და სიღნაღში, რაც სამოქალაქო რეგისტრაციის სერვისებს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის</p>















