უკრაინა - ომი და პერსპექტივა
<p>ახალი სამშვიდობო იდეების ძიება და შიდაპოლიტიკური კრიზისი - მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვის 35-წუთიანი შეხვედრის შემდეგ, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ახალი კონცეფციებია საჭირო. შეხვედრას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც ადასტურებს, რომ შეერთებულ შტატებს ახალი ინიციატივები უკვე აქვს, თუმცა ფრონტზე რუსული იერიშების გააქტიურებასაც ელის. პარალელურად, უკრაინაში შიდა დაძაბულობა პიკს აღწევს. საკადრო ცვლილებებით გამოწვეული კრიზისის ფონზე, არმიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, თუმცა ქვეყანას ამ დრომდე არ ჰყავს თავდაცვის მინისტრი.</p>













