მაღალი ტემპერატურა - ხანძრის კერები
<p>მასშტაბური ტყის ხანძრები და რეკორდული სიცხე ევროპაში - კონტინენტის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში ცეცხლის ასობით კერას ებრძვიან. კუნძულ სიცილიაზე, ესპანეთსა და საფრანგეთში განადგურებულია ათასობით ჰექტარი მიწის ფართობი, საცხოვრებელი სახლები, ვენახები და ინფრასტრუქტურა. საფრთხის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრებს მსხვერპლიც მოჰყვა - დაღუპულთა შორის არიან მეხანძრე-მაშველებიც. რთული ვითარებაა საბერძნეთსა და თურქეთშიც. მეცნიერები გლობალურ კლიმატურ ცვლილებებზე საუბრობენ.</p>













