შემთხვევა ვერაზე - ახალი დეტალები
<p>სასტიკი თავდასხმა ვერაზე, რომელსაც 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შანიძისა და ხორავას ქუჩების გადაკვეთაზე ცეცხლი არასრულწლოვნებს გაუხსნეს. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელის აგრესიის მიზეზი ახალგაზრდების ხმამაღალი ლაპარაკი გახდა. მომხდარის შედეგად დაჭრილია კიდევ 2 მოზარდი და 1 გამვლელი ქალი. პოლიციამ 42 წლის ნიკოლოზ კაპანაძე ცხელ კვალზე, შანიძის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში დააკავა. აყვანის ოპერაციისას ბრალდებულმა სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობაც გაუწია. რა მდგომარეობაში არიან დაშავებულები და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ტრაგედიის შესახებ.</p>













