ღირებულებების დაცვა იტალიაში
<p>სქესობრივი აღზრდის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტი იტალიაში - ჯორჯა მელონის მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ უკვე მიიღო, საშუალო სკოლებში 11-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის სექსუალური განათლების მიღების საშუალებას მხოლოდ მშობლების წერილობითი თანხმობით იძლევა, დაწყებით კლასებში კი იკრძალება. იტალია ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც სკოლებში სექსუალური განათლება სავალდებულო არ არის.</p>















