დანაშაული - მოზარდების პასუხისმგებლობა
<p>დანაშაულის პრევენცია და ბავშვების ინტერესების დაცვა. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებზე ზრუნვისთვის, კანონებში შემავალი ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. არასრულწლოვანთა მიერ კანონის დარღვევის სტატისტიკა მზარდია, სწორედ ამიტომ, მმართველმა გუნდმა კანონპროექტი შეიმუშავა. ერთის მხრივ, მისი დანიშნულება დანაშაულის პრევენციაა, მეორე მხრივ კი, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა.</p>















