უფასო უმაღლესი განათლება
<p>მნიშვნელოვანი ცვლილება აბიტურიენტებისათვის - ვინც მომდევნო სასწავლო წლიდან და შემდგომ წლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩააბარებს, სწავლა ყველასთვის უფასო იქნება. ცვლილება საუნივერსიტეტო სისტემაში ეტაპობრივად დაინერგება. მთავრობის გადაწყვეტილება საზოგადოებას დღეს პრემიერ-მინისტრმა გააცნო. ეს სიახლეც იმ ყოვლისმომცველი რეფორმის შემადგენელი ნაწილია, რომელიც სახელმწიფომ დაიწყო.</p>















