უკან16 სექტემბერი 2026, 18:58
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში ომს გამარჯვებული ვერ ეყოლება
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში ომს გამარჯვებული ვერ ეყოლება. მისი თქმით, უზარმაზარი მსხვერპლის გამო რომელიმე მხარის გამარჯვებაზე ლაპარაკი შეუძლებელია. ზელენსკი მიიჩნევს, რომ გამარჯვება ომის დასრულება და მშვიდობის დამყარება იქნება. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე ქვეყანაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, რადგან ცხრა მილიონზე მეტი უკრაინელი საზღვარგარეთ არის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დემოკრატიული ხმის მიცემის პროცესი ვერ გაიმართება.
გაზიარება


















