უკან16 სექტემბერი 2026, 18:57
საფრანგეთში, მთავრობის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება
საფრანგეთში, მთავრობის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება. პარიზში ათასობით პოლიციელმა შანზ-ელიზე გადაკეტა. გაიმართა პოლიციელების საპროტესტო მსვლელობა. სამართალდამცველები ხელფასების გაზრდას, კადრების შევსებასა და აღჭურვილობის გაუმჯობესებას ითხოვენ. პარალელურად, საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა მეთევზეებმა გააპროტესტეს და ერთ-ერთ ნავთობტერმინალზე აქცია გამართეს, რომელიც პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.
გაზიარება


















