უკან16 სექტემბერი 2026, 18:37
გლდანის რაიონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
გლდანის რაიონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. ამისთვის მიწის ნაკვეთი ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ თბილისის მერიისგან გადაეცემა. ცენტრი ბავშვებს კომპლექსურ სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურებას შესთავაზებს. ცენტრის მშენებლობა და ამოქმედება 48 თვის ვადაშია დაგეგმილი.
გაზიარება


















