ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დაძმობილების პროექტი “თვინინგ ლაითი” დაიწყო
პროექტს ევროკავშირი აფინანსებს. პროექტი, მომხმარებლისთვის ციფრული სერვისების შეთავაზებას გულისხმობს. ორგანიზატორების განცხადებით, სექტორში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ენერგეტიკული სისტემების უსაფრთხოებას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
