National Geographic-ის ჟურნალისტი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, "ნეიშენალ ჯეოგრაფიკის" ჟურნალისტს ჯოზეფ რიჩარდ იოგერტს მასპინძლობს. გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა მსოფლიოს 100 საუკეთესო ქალაქის შესახებ სპეციალურ გზამკვლევს ამზადებს, სადაც თბილისი და საქართველოს ტურისტული ადგილებს შეიყვანს. ჟურნალისტმა საქართველოს დედაქალაქი დაათვალიერა, გადაიღო თბილისის ტურისტული ადგილები. ტურის ფარგლებში უფლისციხეს, ყაზბეგს და კახეთს ეწვევა.
