ელენე ხოშტარია უმძიმეს სკანდალში ეხვევა
ელენე ხოშტარია უმძიმეს სკანდალში ეხვევა - "ქრონიკისთვის" ცნობილი ხდება, რომ მისი ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, საკმაოდ სოლიდური თანხები ირიცხება. საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე. გადმორიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგაც. ცნობილი ხდება ასევე ის ფაქტიც, რომ ხოშტარიებმა აღნიშნული თანხის ნაწილით, ბათუმში საცხოვრებელი ბინაც შეიძინეს. შეგახსენებთ, რომ მგიმ-ოს კურსდამთავრებულმა და რუსეთის უსაფრთხოების დიპლომირებულმა სპეციალისტმა, ელენე ხოშტარიამ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "იმედის" მფლობელის მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვა და მიზეზად, გამოგონილი რუსული კავშირები დაასახელა. "ქრონიკა" ცდილობს დაუკავშირდეს ელენე ხოშტარიას, რათა მოვისმინოთ განმარტებები მოსკოვიდან გადმორიცხული მილიონობით რუსული რუბლის დანიშნულების შესახებ.
