დავით არახამიას ბრალდება საქართველოს
ახლა კი მორიგი ბრალდების შესახებ. დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ, - ამის შესახებ მან ვაშინგტონში, „მარშალის ფონდის“ ღონისძიებაზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, რუსები ქართულ ბანკებს, ფინანსურ სისტემას და ქართულ კომპანიებს, დასავლეთის სანქციების რეჟიმის თავიდან ასაცილებლად იყენებენ.
