დისკრედიტაციის მცდელობა და მორიგი ფეიკ ნიუსი ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ
დისკრედიტაციის მცდელობა და მორიგი ფეიკ ნიუსი ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ. სოციალურ ქსელში ვრცელდება გაყალბებული ვიდეომასალა, თითქოს „იმედის“ ჟურნალისტი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს გიორგი გახარიას. ვიდეოზე, რომელსაც „იმედის“ ლოგო ადევს, ხმა გადადებულია და შეიცავს არამხოლოდ ჟურნალისტისთვის შეუფერებელ, არამედ ზოგადად არაეთიკურ შინაარსს, რის გამოც ამ კადრებს არ გიჩვენებთ.
