"ეორე ფრონტი" - შეფასება გიგაურის პოზიციაზე
ირაკლი კობახიძემ დღეს მეორე ფრონტის შესახებ საუბრისას, განაცხადა, რომ მას დამადასტურებლად აქვს ყველა ციტატა, რომელიც უკავშირდება ომის პროპაგანდას რადიკალური ოპოზიციის, „ენჯეოების“ და მათი ტელევიზიების მხრიდან. ამ კონტექსტში, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ეკა გიგაური ახსენა და თქვა, რომ მისი განცხადებებისა და ზოგადად, ამგვარი კამპანიის მიზანი საზოგადოებაში აზრის მომწიფება იყო იმის შესახებ, რომ მეორე ფრონტის გახსნით საქართველოში, დაინტერესებული დასავლეთია.
