საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხარს უჭერენ დასავლელი პარტნიორები
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხარს უჭერენ დასავლელი პარტნიორები. გერმანიის პოლიტიკურ წრეებში ასოცირებული ტრიოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდიან და აცხადებენ, რომ სამივე ქვეყნისთვის ევროკავშირის კარის გახსნა თავად ევროპული გაერთიანების ინტერესებშია. საქართველოს მხარდამჭერთა რიგებშია ირლანდიის სენატიც, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღეს. სენატი მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამ ქვეყნებისგან მიღებულ გზავნილებს, თბილისში აფასებენ, სადაც იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს დღეებში ამ ქვეყნების დამოკიდებულება, ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილბაზეც აისახება.
