ირაკლი კობახიძის პასუხი პრეზიდენტს
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ - პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის ე.წ. „მესიჯბოქსით“ საუბრობს - ასე აფასებს ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილის გუშინ გამართულ ბრიფინგს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, საკუთარი განცხადების დამადასტურებლად რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა, მათ შორის, როგორც კობახიძე აცხადებს, კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე პრეზიდენტის სიტყვები, რომ შარშანდელთან შედარებით, ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული გავითარების კუთხით, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ბოლო ადგილზე გადაიწია, არის დამაზიანებელი ევროინტეგრაციის პროცესისთვის.
