ვის რა წვლილი მიუძღვის ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაში
ვის რა წვლილი მიუძღვის ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაში. პრეზიდენტის მწვავე განცხადების ადრესატები დილიდან მის ბრიფინგს აფასებენ. მმართველმა გუნდმა, პრეზიდენტის კრიტიკა საკუთარ თავზე არ მიიღო და ზურაბიშვილის განცხადების შინაარსი მწვავედ გააკრიტრიკა. მათ ზურაბიშვილს შეახსენეს, რომ ევროპარლამენტის მიერ, რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია ეფუძნება არა მტკიცებულებებს, არამედ კონკრეტული პირების პოლიტიკურ ინტერესებს. ნინო არღვლიანი გვეტყვის, როგორ აფასებს, ჰელსინკიში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტის განცხადებას, რეზოლუციასთან დაკავშირებით.
