პრეზიდენტის განცხადების შეფასება
რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი საქართველოში უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა - ამას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს. ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ „მეორე ფრონტის საფრთხე მოგონილია, ახსენებს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრზე, არა ნატო-ს, არამედ რუსეთის ჯარი დგას. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას სალომე ზურაბიშვილს არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არ აქვს.
