სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის შეხვედრა ვერ მოხერხდა
სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის შეხვედრა ვერ მოხერხდა. ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს სურვილი ჰქონდა პატრიარქს შეხვედროდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდა. პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება. თხოვნა იყო, რომ დღეს შემდგარიყო ეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. მიზეზს ვერ დაგიკონკრეტებთ, უშუალოდ მე ამ პროცესში არ ვიყავი ჩართული“, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ, ქრონიკასთან სატელეფონო საუბისას.
