ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად პრეზიდენტი აქციის გამართვის ინიციატივით გამოდის
ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად პრეზიდენტი აქციის გამართვის ინიციატივით გამოდის. სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს, ხვალ, საღამოს შვიდ საათზე ევროპის მოედანზე ელოდება. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ეს იქნება საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერი შეკრება, მიკროფონის და პოლიტიკური გამოსვლების გარეშე. სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს, გადადონ მათ მიერ დადგემილი შეკრება და ხვალინდელ აქციას შეუერთდნენ.
