ორი აქცია სხვადასხვა დღეს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად
ორი აქცია სხვადასხვა დღეს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. შეძელებენ თუ არა, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, პოლიტიკური ძალები პრეზიდენტის ინიციატივის გარშემო გაერთიანებას? სალომე ზურაბიშვილის შეთავაზება დილიდან განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. აქციის გადადებას არ აპირებს მოძრაობა „სირცხვილია“. ორგანიზაციამ სალომე ზურაბიშვილს ცნობილი ფრაზით უპასუხა „არა და არსოდეს!“ აქცია თბილისში ევროპის მოედანზე ხვალ, საღამოს შვიდ საათზე დაიწყება, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებიც მივლენ.
