17-24 ივნისს, ანაკლიაში სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ მესამედ ჩატარდება
17-24 ივნისს, ანაკლიაში სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ მესამედ ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების 250- ზე მეტი მოსწავლე . ფესტივალი „მომავლის ხმები“ 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების დაახლოება და სალოტბარო სკოლების განვითარების ხელშეწყობა. ღონისძიების მხარდამჭერია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ორგანიზატორი კი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი .
