17 ივნისიდან მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება
17 ივნისიდან მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება. ქუჩა, მთლიანად გადაიკეტება. პროექტის განხორციელების პერიოდში, ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდება. მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები და განახლდება ინფრასტრუქტურა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ექვს მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
