ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. სალომე ზურაბიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა რადიკალური ოპოზიცია , ხელისუფლება კი დუმილსა და უმოქმედობაში დაადანაშაულა. პრეზიდნეტის შეფასებით მმართველმა პარტიამ სათანადოდ არ იმუშავა იმისათვის, რომ კრიტიკულ რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი არ შესულიყო. მისივე განმარტებით ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით მას უკვე გაფუჭებული საქმე დახვდა .
