"გორბის" კვლევა
კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი კვლევას, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა "გორბიმ" ჩაატარა და რომელმაც უკვე მეორე დღეა პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მეორე ფრონტის გახსნა და სანქციები - რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა ამ მწვავე საკითხებზე და როგორია საზოგადოებრივი აზრი?
