515 ინფიცირებული ერთ კვირაში - კოვიდსტატისტიკა საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ერთი კვირის კოვიდსტატისტიკა გამოაქვეყნა. გამოვლინდა კორონავირუსის 515 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 546 პაციენტი, გარდაიცვალა სამი ადამიანი. დომინანტი "ომიკრონის" შტამია.
