ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს
ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, პოლონეთისთვის 35 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გეგმა მხოლოდ მას შემდეგ დაამტკიცოს, როდესაც ქვეყანა სრულად შეასრულებს აღდგენისა და მდგრადობის მექანიზმის რეგულაციის დებულებებს ინტერესთა კონფლიქტისა და თაღლითობის შესახებ და სპეციფიკურ რეკომენდაციებს კანონის უზენაესობის სფეროში.
