ორშაბათი „იმედზე“ მეგაშოუს დღეა
ორშაბათი „იმედზე“ მეგაშოუს დღეა. 22-ი საათიდან ჩვენს მაყურებელს „ყველაზე საიდუმლო საგამოძიებო შოუს“ „ვინ ვინ არის“ მეოთხე ეპიზოდი ელის. თქვენ წინაშე წარდგებიან ბე ჯგუფის კონკურსანტები: ბომბორა, ვეფხვი, არწივი, გუნდა და სარკე. ვნახავთ სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლების საოცარ გარდასახვას, მოვისმენთ მათ მუსიკალურ ნომრებს და ერთად ვეცდებით გამოვიცნოთ „ვინ ვინ არის“. მზის, ძაღლისა და ვარდის შემდეგ, დღეს ნიღაბს კიდევ ერთი მონაწილე მოიხსნის.